„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 13/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.143.016211
76
19/11/2013
ვებგვერდი, 21/11/2013
010250000.35.143.016211
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №76

2013 წლის 19 ნოემბერი

ქ.ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 08/04/2013; 010250000.35.143.016168)  დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს ახალი №1 დანართით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



დანართი №1
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთათვის

საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე

ნორმატიული აქტის დასახელება

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნისათვის სავალდებულო საკითხები

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს

კონსტიტუცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა

2. ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობა

3. ადგილობრივი თვითმმართველობა

4. საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი

5. საქართველოს პარლამენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები

6. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები

7. საქართველოს მთავრობის სტატუსი, ფორმირების წესი და უფლებამოსილებები

8. სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი, ფულად-საკრედიტო სისტემა, ეროვნული ბანკის სტატუსი, გადასახედებისა და მოსაკრებლების შემოღების წესი

2

საქართველოს ორგანული

კანონი ,,ადგილობრივი

თვითმმართველობის

შესახებ’’

1. კანონის რეგულირების სფერო

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება

3. თვითმმართველი ერთეულის ცნება

4. სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში

5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

6. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი

7. თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება

8. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა

9. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია

10. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების შეზღუდვა თავისუფალ იდუსტრიულ ზონებში

11. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები

12. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები

13. უფლებამისილებების დელეგირების წესი და  პირობები

14. საკრებულოს არჩევის წესი

15. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება

16. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება

17. საკრებულოს კომისიები

18. საკრებულოს ბიურო

19. საკრებულოს ფრაქცია

20. საკრებულოს წევრის სტატუსი

21. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან

22. საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები

23. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი

24. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები

25. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

26. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

27. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

28. საკრებულოს აპარატი

29. გამგეობა

30. გამგებლის სტატუსი, მისი თანამდებობაზე  დანიშვნის წესი და უფლებამოსილებები

31. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი

32. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელძღვანელი

33. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები

34. თვითმმართველი ერთეულის ქონება

35. ადგილობრივი შესყიდვა

36. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები

37. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის  ფორმები

38. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის სახელმწიფო  ზედამხედველობა

39. საფინანსო კონტროლის ფორმები

40. თვითმმართველობის განხორციელებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა

41. საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიციირება პეტიციის წესით

42. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

43. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის  შეჩერება

44. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

3

საქართველოსკანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“

 

1. საჯარო სამასახურის ცნება და სახეები

2. საბიუჯეტო დაწესებულების ცნება

3. საჯარო მოსამსახურის ცნება და სახეები

4. მუნიციპალურ მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დადგენა

5. გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა  შტატების დამტკიცება

6. საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები

7. ადგილობრიივი თვითმმართველობის მოხელისათვის სამსახურში მისაღებად დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

8. პირები, რომლებიც არ მიიღებიან საჯარო  სამსახურში

9. სპეციალური მოთხოვნები საჯარო სამსახურში მისაღებად

10. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

11. ადგილობრიივი თვითმმართველობის  მოხელის სამსახურის ვადა

12. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით

13. ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ

14. ადგილობრიივი თვითმმართველობის  მოსამსახურის ხელფასი

15. სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი

16. საჯარო მოსამსახურის სამუშაო დრო და დასვენების დრო

17. საჯარო მოსამსახურის შვებულება

18. მოხელის სხვა თანამდებობზე გადაყვანა ან  თანამდებობრივად გაუთვალისწინებელი  დავალების მიცემა

19. საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა

20. საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები

21. მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობები

22. მოსამსახურის მიერ სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება

23. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება

24. სამსახურში არმყოფი მოხელის მოვალეობათა შესრულება

25. საქმისწარმოებისა და ქონების გადაცემის ვალდებულება

26. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება

27. სამეწარმეო და პარტიული საქმიანობის შეზღუდვები

28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა

29. გარიგებათა დადების შეზღუდვა

30. საჯარო მოსამსახურში თანამდებობათა რანგირება

31. მოხელის საკლასო ჩინი

32. დაწესებულების შინაგანაწესის შინაარსი

33. საჯარო სამსახურის ქცევის ზოგადი წესები, ქცევის ზოგადი წესები საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გამოყენებისას, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად

34. საჯარო მოსამსახურის წახალისების ფორმები

35. მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების წესი

36. დისციპლინური გადაცდომის ცნება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა

37. მოხელის ატესტაციის ცნება, ატესტაციას დაქვემდებარებული პირები, ატესტაციის ჩატარების წესი

38. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები

39. მოხელის სამსახურიდან ჩამოშორება

40. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები

41. მოხელის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ და სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია

42. სამსახურებრივი სტაჟის გამოანგარიშების წესი

43. სამსახურებრივი დავების გადაწყვეტის წესი

44. საჯარო სამსახურის საბჭო და საჯარო სამსახურის ბიურო

4

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი I, II, III,IV თავები

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის ცნებები

2. ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციული ორგანოს, დაინტერესებული მხარის ცნებები

3. საჯარო ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის ცნებები, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია

4. საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აღმასრულებელი პრივილეგია

5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესი

6. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები

7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება

8. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა

9. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადების, ოფიციალური გაცნობის და გამოქვეყნების წესები

10. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში

11. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

12. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

13. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის

ძალადაკარგულად გამოცხადება

14. . კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა

15. ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის  რეკვიზიტები;

16. . ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის  დასაბუთება.

5

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №9 დადგენილება

  1. საკრებულო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
  2. საკრებულოს უფლებამოსილება
  3. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
  4. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
  5. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
  6. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
  7. საკრებულოს წევრის სტატუსი
  8. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  9. საკრებულოს წევრის უფლებები და მოვალეობები
  10. საკრებულოს თავმჯდომარე
  11. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
  12. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
  13. ბიუროს სხდომა და მუშაობის წესი
  14. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
  15. საკრებულოს კომისიის შექმნა
  16. საკრებულოს კომისიები და მათი ზოგადი უფლებამოსილება
  17. კომისიის თავმჯდომარე
  18. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
  19. კომისიის სხდომა
  20. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
  21. კომისიის მუშაობის საერთო წესი
  22. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
  23. კომისიის სხდომის ოქმი
  24. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი
  25. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
  26. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
  27. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია
  28. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის მოწვევა და გახსნა
  29. ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
  30. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
  31. საკრებულოს გამსვლელი სხდომა
  32. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
  33. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
  34. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
  35. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
  36. საკრებულოს სხდომის განრიგი
  37. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
  38. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
  39. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
  40. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
  41. პროცედურული საკითხები
  42. სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები
  43. კენჭისყრის წესი
  44. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
  45. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
  46. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
  47. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
  48. საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის განსაკუთრებული წესი (განსაკუთრებული პროცედურები)
  49. საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა და გადარჩევა
  50. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წესი
  51. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება
  52. მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში
  53. საკრებულოს აპარატის ფუნქციები
  54. კონტროლი საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები .