„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016174
45
19/11/2013
ვებგვერდი, 25/11/2013
010250020.35.148.016174
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2013 წლის 19 ნოემბერი

ქ. გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში (სსმ, 11, 13/08/2010; 010250020.35.148.000229) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) შიდა აუდიტის და საფინანსო ზედამხედველობის სამსახური “.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

,,17. შიდა აუდიტისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა გორის თვითმმართველი ერთეულის ფინანსური  საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლა,  რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვის და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა,  ფინანსური პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;  საბიუჯეტო შემოსულობებზე, მოსაკრებლებზე,საიჯარო ვალდებულებების შესრულებაზე და გაწეული ხარჯების მიზნობრიობაზე ეფექტიანობის შეფასება, დაკვნების მომზადება, მათი ადმინისტრირება და  ფინანსური ზედამხედველობა“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია 2014 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე