ცალკეული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ

  • Word
ცალკეული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1567
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016214
  • Word
1567
15/11/2013
ვებგვერდი, 25/11/2013
000000000.00.003.016214
ცალკეული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1567

2013 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ

1. „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამე­­­ ნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151  მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გა­­მო­­მ­დი­ნარე:

ა) ფადიმე შერვაშიძის (პ/ნ 61001063631) საკუთრებაში არსებულ, სა­სოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 728 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დასახლება ფერია, საკადასტრო კოდი 05.26.32.020 და 1101 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დასახლება ფერია, საკადასტრო კოდი 05.26.32.016, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) გიორგი დათეშიძის (პ/ნ 60001034762) საკუთრებაში არსებულ, სა­სოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 1815 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა, საკადას­ტ­რო კოდი 29.09.39.230 და 2980 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა, საკადასტრო კოდი 29.09.39.228, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამე­ურნეო დანიშნულებით;

გ) შპს „ SARAFRAZ -ის (საიდენტიფიკაციო ნომერი ‑ 406073136) სა­კუთ­რებაში არსებულ, სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 383 კვ.მ. მი­წის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, სოფელი ტაბახ­მე­ლა, საკადასტრო კოდი 81.02.05.800, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვა­ლოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

დ) შპს „ბილჯ ვოტერ“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი ‑ 401985429) საკუთრებაში არსებულ, სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 3 570 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭალადიდი, საკადასტრო კოდი 45.18.25.244, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) ზაზა ჯაბიძის (პ/ნ 21001012543 ) საკუთრებაში არსებულ, სასოფ­ლო‑სამეურნეო დანიშნულების 42 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამარ­თ­ზე: ქალაქი თერჯოლა, რუსთაველის ქუჩა 87, საკადასტრო კოდი 33.09.39.112, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამე­ურ­ნეო დანიშნულებით;

ვ) ელვინ კერიმოვის (პ/ნ 10001015492) საკუთრებაში არსებულ, სა­სოფ­ლო‑სამეურნეო დანიშნულების 1083 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნახიდური, საკადას­ტრო კოდი 80.02.66.266, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასა­სოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ზ) დოდო ხარაბაძისა (პ/ნ 53001007986) და კახაბარ ხარაბაძის (პასპო­რ­ტის 72 1632841) საკუთრებაში არსებულ, სასოფლო‑სამეურნეო დანიშ­ნუ­ლების 140 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: წყალტუბოს მუ­ნიციპალიტეტი, სოფელი ტყაჩირი, საკადასტრო კოდი 29.17.34.323, მიზ­ნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლე­ბით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფერო­ში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა -  საჯარო რეესტ­რის ეროვნულმა სააგენტომ, განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყო ის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი ქმედებების კანონ­ მდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

პრემიერმინისტრი                       ბ. ივანიშვილი