დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მამათა მონასტრის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1566 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016213 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1566
2013 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მამათა მონასტრის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობის დასრულებამდე ყოველდღიური წირვა-ლოცვის ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მამათა მონასტრის 1 (ერთი) კომპლექტი კარავით (ერთი წლის ვადით) უზრუნველყოფა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები