დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1565 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016212 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1565
2013 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1 . „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა , რომ შპს „მერკური 98“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: №211373618 ) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქ. №48-ის მიმდებარედ არსებული 27 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.18.09.005.095), შპს „მერკური 98“-ის საკუთრებაში არსებული , ქალაქ თბილისში, გორგასლის ქ. №48-ში მდებარე 27 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.18.09.005.094) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ , იმ პირობით, რომ შპს „მერკური 98“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადაიხდის 32 ლარს.
2 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება .
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები