დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2013 წელს პროექტის – „ეროვნული არქივის მედიათეკის შექმნის“ ფარგლებში წიგნების, პერიოდული გამოცემების, ელექტრონული წყაროების, საგანმანათლებლო პოსტერების, ფილმების DVD და CD დისკების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1564 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016211 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1564
2013 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2013 წელს პროექტის – „ეროვნული არქივის მედიათეკის შექმნის“ ფარგლებში წიგნების, პერიოდული გამოცემების, ელექტრონული წყაროების, საგანმანათლებლო პოსტერების, ფილმების DVD და CD დისკების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ პროექტის – „ეროვნული არქივის მედიათეკის შექმნის“ ფარგლებში წიგნების, პერიოდული გამოცემების, ელექტრონული წყაროების, საგანმანათლებლო პოსტერების, ფილმების DVD და CD დისკების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს იუნესკოს მიერ საამისოდ გამოყოფილი გრანტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრებიდან, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები