დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში,ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №86 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1561 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016210 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1561
2013 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის № 86 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის № 86 განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განისაზღვროს 25 ერთეულით.“.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები