შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი ჯვარი მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე სოფ. ლახამულას მიმდებარედ სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  • Word
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი ჯვარი მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე სოფ. ლახამულას მიმდებარედ სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1557
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016206
  • Word
1557
14/11/2013
ვებგვერდი, 25/11/2013
000000000.00.003.016206
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი ჯვარი მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე სოფ. ლახამულას მიმდებარედ სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1557

2013 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი ჯვარიმესტია -ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე სოფ. ლახამულას მიმდებარედ სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი -ჯვარიმესტიალასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე სოფ. ლახამულას მიმდებარედ საავტომობილო გზის განვლადობისა და მასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით 2013-2014 წლებში:

ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნ­ველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდიჯვარი -მესტია -­ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე სოფ. ლახამულას მიმდებარედ სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამუშაოების განხორციელება;

 ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამუშაოების დაფინანსება 2013 წელს განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო ამ განკარგულებით გათვალისწინებული 2014 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი            . ივანიშვილი