დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82-უ.ს.შ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 14/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 07.11.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:
„ა) აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისია – 7 წევრი;
ბ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია – 7 წევრი;
გ) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია – 7 წევრი;
დ) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია – 7 წევრი;
ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია – 7 წევრი.“.
2. მე-2 მუხლის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| № | კომისიის დასახე-ლება | კომისიებში წევრთა რაოდენობა | ფრაქცია ,,ქართული ოცნება” | ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები” | ფრაქცია ,,ქართული ოცნება - აჭარა” | ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” | ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები” |
| 1 | აგრარულ და თვითმმართვე-ლობის საკითხთა | 7 | 2 | 1 | 1 | 1 | 2 |
| 2 | განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა | 7 | 3 | 1 | 1 | 1 | 1 |
| 3 | საკონსტიტუ-ციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა | 7 | 2 | 2 | 0 | 2 | 1 |
| 4 | საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა | 7 | 3 | 1 | 1 | 1 | 1 |
| 5 | ჯანმრთელო-ბის დაცვისა და სოციალურ საკითხთა | 7 | 2 | 1 | 1 | 2 | 1 |
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2013 წლის 14 ნოემბერი
№82-უ.ს.შ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები