დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.145.016048 |
|
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.145.016033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებას დაემატოს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი: ,,4. ამ დადგენილების მე-5 დანართით დამტკიცებული „კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს შესაბამისი საჩუქრების შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებას და ბავშვებზე განაწილებას;“. ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის №5 დანართი: ,,დანართი №5 კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 90 6 01 12) მუხლი 1. პროგრამის მიზანი კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების უზრუნველყოფა. მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს: ა) 2013 წლის 25 ნოემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ბავშვისათვის გადასაცემი საჩუქრის მოცულობას (გადასაცემი საჩუქრის მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით); ბ) 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვებისათვის საჩუქრების მიწოდება. მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4.0 ათასი ლარის ოდენობით.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები