,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016092
13
18/11/2013
ვებგვერდი, 19/11/2013
010250050.35.120.016092
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2013 წლის 18 ნოემბერი

ქ. სამტრედია

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“-ქვეპუნქტის,  43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №26  დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, V, №53, 18. 11. 2010, მუხლი 1574) დამტკიცებულ ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების:
ა) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.”;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 „11. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.”;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.”.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების მე-3 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ა1“ პუნქტი:

„ა1)  განყოფილების უფროსი“.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებას დაემატოს  შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების ზედამხედველობას;

გ) წინადადებების შემუშავებას სპორტული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელიდავით ნიკოლეიშვილი