ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 24/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.133.016091
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
15/11/2013
ვებგვერდი, 21/11/2013
010320040.35.133.016091
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/11/2013 - 05/12/2013)

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2013 წლის 15 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

  ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების თანახმად დანართისა.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
3. ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ფარტენაძე



დანართი

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”

გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”

გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.ვ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);

გ.ზ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;

გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება.

2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის  არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილება და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

4. მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,  წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

5. წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,  წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

6. სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო ან ტექნიკური განათლება, წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

7. სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს სასურველია გააჩნდეთ მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატი და ფლობდნენ დარგში მოქმედ შესაბამის ნორმებს.