დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016699 |
|
,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 34. გარდამავალი დებულებანი 1. ეს დებულება გავრცელდეს 2013 წლის 24 ივლისიდან, სამინისტროს, ცენტრის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და დაწესებულების მიერ 2013 წლის შემოდგომის ტესტირებისათვის ტესტების მომზადებისა და რეგისტრაციის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებზე. 2. 2013 წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე აპლიკანტთა დამატებითი განაწილების მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტით აპლიკანტთა პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების პირველად საფეხურებზე განაწილების შედეგად დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე, განმეორებითი რეგისტრაციის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელიც ვერ მოხვდა 2013 წლის ტესტირების საფუძველზე შექმნილ ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში. 3. ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტით აპლიკანტთა პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების პირველად საფეხურებზე განაწილების შედეგად დარჩენილი თავისუფალი ადგილები, შესაბამისი დაწესებულებების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციის დროს. დაწესებულებების მიერ თანხმობის წერილების წარდგენის ვადას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაწესებულების მიერ თანხმობის წერილის წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციისას გამოყენებულ იქნება ყველა ის დარჩენილი თავისუფალი ადგილი, რომელზეც ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აპლიკანტთა გადანაწილება. დაწესებულებას უფლება არ აქვს შეცვალოს ამ დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი ინფორმაცია. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წერილების წარდგენის დასრულების შემდგომ, სამინისტროსა და ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავებას და პროფესიული განათლების საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. 6. საინფორმაციო ცენტრები და დაწესებულებები, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ აპლიკანტთა განმეორებით რეგისტრაციას 2013 წელს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მათ მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველად საფეხურზე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი რეგისტრაციის დასრულებიდან ორი დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ცენტრის მიერ დადგენილი ფორმატის შესაბამისად, ცენტრს გადასცემს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველ განმეორებით დარეგისტრირებულ აპლიკანტთა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებიდან 5 დღის ვადაში, პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების პირველად საფეხურებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით ცენტრი ამ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დამატებითი რანჟირების დოკუმენტის შექმნასა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იყოს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით. 9. მინისტრი 5 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი რანჟირების დოკუმენტს და ერთ ეგზემპლარს, დამოწმებულს სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს დამატებითი რანჟირების დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას შესაბამისი დაწესებულებისთვის. 10. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით/ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე 2013 წელს ჩაირიცხა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომელზეც ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე და გადალახა ვაუჩერული დაფინანსებისათვის ჩარიცხვის შესაბამის წელს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, უფლება აქვს: ა) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გადავიდეს ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე; ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე; გ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს პროფესიული სტუდენტის სტატუსი აღუდგება 2014 წლის გაზაფხულზე/შემოდგომაზე ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 15 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები