„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 293
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2013
ძალაში შესვლის თარიღი 17/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.017460
293
15/11/2013
ვებგვერდი, 15/11/2013
140080000.10.003.017460
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №293

2013 წლის 15 ნოემბერი

ქ.თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 01/04/2013, 140080000.10.003.017235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“:

 1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ბ) პირადი დაცვის დეპარტამენტი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის მთავარი სამმართველო;

დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;

ე) ოპერატიული დეპარტამენტი;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;

ზ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

თ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ი) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი;

კ) კადრების მთავარი სამმართველო;

ლ) ესკორტირების მთავარი სამმართველო;

მ) სამედიცინო მთავარი სამმართველო;

ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო.“.

 2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირადი დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაცია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში;

გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

 

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) იმ პირთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაენიშნებათ პერსონალური დაცვა;

ზ) საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

თ) დასაცავი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ვითარებაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.“.

3. მე-16 მუხლს დაემატოს „21პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის მთავარი სამმართველოს ამოცანებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში.“.

4. მე-16 მუხლის მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს  2013 წლის 17 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი