„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №202 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.10.003.017458
291
15/11/2013
ვებგვერდი, 15/11/2013
010320040.10.003.017458
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №202 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №291

2013 წლის 15 ნოემბერი

   ქ.თბილისი

„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №202 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №202 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/08/2013, 010320040.10.003.017369) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ  „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

ვ) რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის (შემდგომში – მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, ბაკალავრი;

ბ) საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

დ)  ინგლისური ენის სრულყოფილი  ცოდნა.

3. მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი