შეტყობინება შპს „აგრო გრუპი“-ს (ს/№232583353) კრედიტორებს, სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩაენილი ქონების შესახებ

  • Word
შეტყობინება შპს „აგრო გრუპი“-ს (ს/№232583353) კრედიტორებს, სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩაენილი ქონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აღსრულების ეროვნული ბიურო
მიღების თარიღი 15/11/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
15/11/2013
ვებგვერდი, 18/11/2013
შეტყობინება შპს „აგრო გრუპი“-ს (ს/№232583353) კრედიტორებს, სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩაენილი ქონების შესახებ
აღსრულების ეროვნული ბიურო

შეტყობინება შპსაგრო გრუპის (ს/№ 232583353 )   კრედიტორებს,  სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩენილი ქონების შესახებ

 

გაცნობებთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად , თუ საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის “ ოფიციალურ ვებგვერდზე . კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38- ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორი დადგენილ ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში .

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის 2/10294-2011 განჩინებით განხორციელდა  შპსაგრო გრუპი“ს მიმართ არსებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულება და მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში. შპსაგრო გრუპისათვის“ რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ კი დადგენილ იქნა, რომ შპს“აგრო გრუპი“ ფლობს 34%-იან წილს შპს მარცვალში“ (ს/№226571929). ამასთან გაცნობებთ, რომ სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ განხორციელებულ იქნა აღნიშნული აქტივის შეფასება, რის შედეგადაც დადგენილ იქნა, რომ შპს „მარცვალში“ არსებულ შპს „აგრო გრუპის“ კუთვნილ 34%-იან წილს  ღირებულება არ გააჩნია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე განგიმარტავთ, რომ შპს „აგრო გრუპის“ კრედიტორებს, წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში უფლება გაქვთ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოთ შპს „აგრო გრუპის“ კუთვნილი, შპს „მარცვალის“ 34%-იან წილის აუქციონზე რეალიზაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს თამაზ კიკიანს (ტელ.: 577 111 480)

 

სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო