„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N24.02.1078 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28.08.1364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 14/11/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 210010010.37.101.016169
28.08.1364
14/11/2013
ვებგვერდი, 20/11/2013
210010010.37.101.016169
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N24.02.1078 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
 
ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №28.08.1364

2013 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.02.1078 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,  ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.02.1078 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 25/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 210010010.37.101.016165) პირველი მუხლით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ამ წესის მოქმედება ვრცელდება ასევე მის ძალაში შესვლამდე, ქ. თბილისის მთავრობასა და მოსაკრებლის გადამხდელს შორის, გადასახდელი მოსაკრებლის გადავადებასთან/გათავისუფლებასთან დაკავშირებით  გაფორმებულ იმ შეთანხმებაზე, რომლის შესრულების ვადა ახალი შეთანხმების გაფორმებაზე განცხადების წარდგენის დროისათვის არ არის გასული. ამასთან, შეთანხმების ორივე მხარე თანახმაა ამ წესის შესაბამისად ახალი შეთანხმების დადებაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე