დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016166 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/11/2013 - 31/01/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ (დანართი №1) . |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. |
| მუხლი 3 |
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; გ.ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; გ.თ) „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილება; გ.ი) „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №16 დადგენილება; გ.კ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება; გ.ლ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება. 2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და არანაკლებ 3 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა. 3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო განათლება, შესაბამისი მენეჯერული უნარები და არანაკლებ 2 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა. 4. განყოფილების უფროსის, თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო განათლება და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის, მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 6. სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს გარდა, პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, ასევე, მოეთხოვებათ გააჩნდეთ სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები