„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57392
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 13/11/2013
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2013
ძალაში შესვლის თარიღი 13/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016254
  • Word
57392
13/11/2013
ვებგვერდი, 20/11/2013
000000000.00.00.016254
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 57392

2013 წლის 1 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანები პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციაში “ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) 22-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მიიღება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ან ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ, მათი ინიციატივით.“;

ბ) 22-ე მუხლს დაემატოს:

ბ.ა) 101  პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„101. შემოსავლების სამსახურის ექსპერტების მიერ ექსპერტიზა აგრეთვე შეიძლება ჩატარდეს დეკლარანტის, დაინტერესებული პირის, დავის განმხილველი ორგანოს, საგამოძიებო, სასამართლო ორგანოს ან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით.“;

ბ.ბ) მე-16 და მე-17 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„16. სასაქონლო ექსპერტიზის (საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით) შედეგებზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველო გასცემს:

ა) „ექსპერტის დასკვნას - ფორმა №1“ (დანართი №III–04) − ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) „ექსპერტის დასკვნას - ფორმა №2“ (დანართი №III–05) − ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან განმეორებითი სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისას.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ „ექსპერტის დასკვნა - ფორმა №1“ -ს და „ექსპერტის დასკვნა - ფორმა №2“-ს  ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოს ექსპერტი, რომელიც ატარებს შესაბამის სასაქონლო ექსპერტიზას.“.

გ) მე-3 თავს დაემატოს №III–04 და №III–05 დანართები, თანდართული ფორმით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 


untitledდანართი № III–04                                               

 თარიღი: --/--/----

საბაჟო დეპარტამენტის

სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოს

ექსპერტის დასკვნა № 001 / 00 1

----------------------------------------- შესახებ

 (ფორმა №1)

 

 

 

 

 

 

დამნიშნავი

 

სახელი

 

გვარი

 

თანამდებობა 

შემსრულებელი

 

 

სახელი

 

გვარი

 

სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

 

 

თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ან/და შესაბამისი სერტიფიკატის ნომერი

 

წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და გამოსაკვლევი საქონლის ჩამონათვალი

 

 

ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები

 

 

ექსპერტიზის ჩატარების ადგილი

 

 

განმარტება ექსპერტიზის შედეგებზე

(ექსპერტის მიერ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. არსებობის შემთხვევაში მიეთითება საქონლის შეფასების დანართები (დანართის N, გვერდების რაოდენობა).

 

 

 

ექსპერტის ხელმოწერა:

 

   untitled

დანართი № III–05

თარიღი: --/--/----

 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის

სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოს

ექსპერტის დასკვნა № 001 / 00 1

 

-------------------------------------- შესახებ

 (ფორმა №2)

 

გაფრთხილება

 

ჩემთვის, როგორც ექპერტისათვის ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტის უფლება-მოვალეობები და გაფრთხილებული ვარ, რომ ყალბი დასკვნის მომზადებისათვის ან საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობისათვის  დამეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.

 

ექსპერტი

სახელი, გვარი

სამუშაო ადგილი და თნამდებობა

თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ან/და

სერტიფიკატის ნომერი

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება (არსებობის შემთხვევაში)

 

 

დამკვეთი

სახელი, გვარი/იურიდიული პირის დასახელება

 

პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი

 

მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, ელ.მისამართი / ტელეფონი

 

 

 

 

წარმომადგენლის სახელი, გვარი

 

 

 

 

 

 

დასმული კითხვები

(დანიშნული  ექსპერტიზის სახეობა და ინფორმაცია გამოსაკვლევი საქონლის შესახებ)

 

 

 

დასკვნა

(ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები. არსებობის შემთხვევაში, მიეთითება საქონლის შეფასების დანართები (დანართის N, გვერდების რაოდენობა).

 

 

 

 

 

ექსპერტის ხელმოწერა: 

 

 

წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და გამოსაკვლევი საქონლის ჩამონათვალი:

 

 

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი:

( საქონლის აღწერილობა, რაოდენობა, მდებარეობა, ექსპერტიზის ჩატარების ადგილის დასახელება და მისამართი, დამსწრე პირები, ინფორმაცია ნიმუშების აღების შესახებ (აქტის N)

 

 

 

მომზადებული დასკვნის დასაბუთება

( რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, არსებობის შემთხვევაში მიეთითება დასკვნის დანართები (დანართის №, გვერდების რაოდენობა).

 

 

 

 

 

 

 

 

 

ექსპერტის ხელმოწერა: ---------------------------