დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე 60 კვ.მ მიწის ნაკვეთის გრძელვადიანი იჯარით გაცემის შესახებ ქ. თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 17/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №21
2007 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე 60 კვ.მ მიწის ნაკვეთის გრძელვადიანი იჯარით გაცემის შესახებ ქ. თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მთავრობის წინადადება და მიეცეს თანხმობა, რომ გრძელვადიანი იჯარით გასცეს ქ. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე 60 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები