დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო დახმარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 597 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 29/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №597
2005 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო დახმარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს IPAP- ით განსაზღვრულ ამოცანათა განხორციელების პროცესში საერთაშორისო დახმარების ეფექტიანად გამოყენებისა და კოორდინაციის მიზნით შეიქმნას საერთაშორისო დახმარების საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
| გიორგი ბარამიძე | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საბჭოს ხელმძღვანელი |
| დიმიტრი გვინდაძე | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| ვახტანგ ლეჟავა
გიორგი მანჯგალაძე | -
- | რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| ვასილ სიხარულიძე | - | საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე |
| ელენე ხოშტარია | - | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კოორდინაციის სამსახურის უფროსი, საბჭოს მდივანი. |
2. საერთაშორისო დახმარების საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის კონტროლი განახორციელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები