დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სასურსათო წარმოების ზრდის მიზნით გამოყოფილი გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 587 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 28/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №587
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სასურსათო წარმოების ზრდის მიზნით გამოყოფილი გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის შესახებ
იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 11 მარტის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სასურსათო წარმოების ზრდის მიზნით გამოყოფილი გრანტის (200 მლნ იენი) ასათვისებლად „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განისაზღვროს იაპონიის სასურსათო წარმოების ზრდის გრანტის მიმღებ ორგანოდ.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს გრანტის ათვისების მექანიზმი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები