დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოებების „ლაჯანურჰესისათვის“, „შაორჰესის“, „გუმათჰესის კასკადის“, „რიონჰესის“, „ძევრულჰესისა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აწჰესისათვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 28/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №586
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოებების „ლაჯანურჰესისათვის“, „შაორჰესის“, „გუმათჰესის კასკადის“, „რიონჰესის“, „ძევრულჰესისა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აწჰესისათვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
1. გადაეცეთ სააქციო საზოგადოებებს „ლაჯანურჰესს“, „შაორჰესს“, „გუმათჰესის კასკადს“, „რიონჰესს“, „ძევრულჰესსა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აწჰესს“ მათი საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული ქონება უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) და ტერიტორიულმა აღრიცხვისა და სარეგისტრაციო სამსახურებმა უზრუნველყონ ზემოაღნიშნული ქონების გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება კანონ-მდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები