„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობთა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 11/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.132.016189
38
11/11/2013
ვებგვერდი, 15/11/2013
330130000.35.132.016189
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობთა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №38

2013 წლის 11 ნოემბერი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობთა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის,  „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობთა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №15 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით დასაშვებია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა არ განეკუთვნება ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართულ სახეობებს; 

ბ) ახალი მშენებლობისას, თუ მისი ნებისმიერი ფასადი განთავსებულია ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, გზაზე ან განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ";

ბ) დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. I კლასის ნებისმიერი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე დადგენილების „1–3“ პუნქტების მოთხოვნებს, საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.“.

2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. 
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი