„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 11/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.132.016185
34
11/11/2013
ვებგვერდი, 15/11/2013
010260000.35.132.016185
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №34

2013 წლის 11 ნოემბერი

ქ. ბათუმი


 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს №43 დადგენი­ლებაში (სსმ, 10.08.2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა)  დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს „ 41 “ მუხლი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მისი უფლებამოსილებები

  1.  ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (შემდ­გომში - უფროსის მოადგილე), რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებო­ბიდან ათავისუფლებს მერი.

2. უფროსის მოადგილე:

ა) ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფ­ლებისას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას;

ბ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

გ) ესწრება მერის თათბირებს;

დ) ესწრება საკრებულოს სხდომებს, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მონაწილეობ­დეს საკრებულოს კომისიების (მუშა ჯგუფების) მუშაობაში;

ე) ადმინისტრაციის უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს ქ. ბათუ­­მის მერიის, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ვ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით კოორდინაციას და კონტროლს უწევს ადმინის­­­­ტრაციის სტრუქტრული ერთეულების საქმიანობას;

ზ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას, მოსამ­სახურე­ები­სათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტ­როლს;

თ) ადმინისტრაციის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ამზადებს წინა­და­დებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს.

ი) ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს მის კოორდინაციას დაქვემდებარებული ადმინისტრაციის სტრუქ­ტურული ერთეულების მიერ  შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

 კ) ადმინისტრაციის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებს მერის, მერიის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;

ლ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

მ)  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა1) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი