სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016202
  • Word
1553
11/11/2013
ვებგვერდი, 15/11/2013
000000000.00.003.016202
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება 1553

2013 წლის 11 ნოემბერი

 ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

 ა) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან დაფინანსებული, 2013 წელს დაწყებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორ­ციელებისათვის საჭირო ტექნიკური საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;

 ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონის­ძიების დაფინანსება  „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ბ . ივანიშვილი