სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016201
  • Word
1552
11/11/2013
ვებგვერდი, 15/11/2013
000000000.00.003.016201
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1552

2013 წლის 11 ნოემბერი

 ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სა ­მინი ­სტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქარ ­თ ­ვე ­ლ ­ოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა)  ქ. ბოლნისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე კანალიზაციის მოწ ­ყო ­ბისათვის  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტ ­რუ ­ქ ­ტურის რეაბილიტაციის“ პროგრამით (პროგრამული კოდი 25 03 01) განსა ­ზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძიე­ბების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახე­ლ­მ­წიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებუ­ლი შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                                     ბ . ივანიშვილი