დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1551 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016200 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1551
2013 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, ჟონეთი‑მამაწმინდის დამაკავშირებელი (მდინარე რიონზე) დაკიდული ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 98 716 (ოთხმოცდათვრამეტი ათას შვიდასთექვსმეტი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
პრემიერ‑მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები