შპს „რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის“, შპს „მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის“, შპს „აიბი მთიების“ და შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016197
  • Word
1549
11/11/2013
ვებგვერდი, 15/11/2013
000000000.00.003.016197
შპს „რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის“, შპს „მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის“, შპს „აიბი მთიების“ და შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება 154 9

2013 წლის 11 ნოემბერი

 ქ. თბილისი

    შპს „რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის“, შპს „მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნესსკოლის“, შპს „აიბი მთიების“ და შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხ­ლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გა­ნ­ვითარების სამინისტროს მიერ შპს რობერ შუმანის სახელობის ევრო­ პულ სასწავლებელთან“ 2011 წლის 14 ივლისს, შპს მჭევრის დამოუკი­ დებელ ბიზნესსკოლასთან“ 2012 წლის 16 მაისს, შპს აიბი მთიებთან“ 2011 წლის 14 ივლისს და შპს თბილისის მწვანე სკოლასთან“ 2011 წლის 27 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებს საფუძველზე, საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის დადგენილ ვადაში წარმოუდგენ­ლობის გამო შპს რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებლის 2013 წლის 26 მარტამდე, შპს მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის 2013 წლის 22 მარტამდე, შპს აიბი მთიების 2013 წლის 22 მარტამდე, შპს თბილისის მწვანე სკოლის 2013 წლის 11 ივლისამდე დაკისრებული პირ­გასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე.

       2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო ამ განკარგულების პირ­ვე­ლი პუნქტის შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონის­ძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                ბიძინა ივანიშვილი