სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016196
  • Word
1547
08/11/2013
ვებგვერდი, 15/11/2013
000000000.00.003.016196
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება 1547

2013 წლის 8 ნოემბერი

 ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

 ა) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის 5 სამმართველოს (ლაგოდეხი) 4(ოთხი) სექტორში (სოფლები: ახალსოფელი, ცოდნისკარი, მსხალგორი და შილდა) შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

 ბ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის 3 სამმართველოს (წითელი ხიდი) 4(ოთხი) სექტორში (სოფლები: ვახტანგისი, ახკერპი, ბურდაზორი და ლოქდანჯარი)  შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

 გ) ქ. თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

დ) ამ განკარგულების „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

     ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ , „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ბიძინა ივანიშვილი