„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.016500
99
11/11/2013
ვებგვერდი, 11/11/2013
010320030.22.027.016500
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №99

2013 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებით (სსმ, №44, 08/04/2009, სარეგისტრაციო კოდი: 010.320.030.22.027.012.981) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის მოსამსახურეებს, ნომენკლატურის ფარგლებში, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს მთავარი პროკურორი.“.

2. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა

1. საქართველოს მთავარი პროკურორი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

2. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

3. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

4. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

5. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი;

6. სამმართველოს უფროსის მოადგილე – მთავარი ბუღალტერი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, მრჩეველი, მრჩეველი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

. თბილისის პროკურატურა

1. ქ. თბილისის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი; განყოფილების უფროსის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. ქ. თბილისის პროკურორის მრჩეველი, მრჩეველი, მრჩეველი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი – პირველი კლასის იურისტი.

საოლქო პროკურატურები

1. საოლქო პროკურორი, საოლქო პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

4. მრჩეველი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი - პირველი კლასის იურისტი.

შენიშვნა: განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინების საფუძველზე, საოლქო პროკურორს შეიძლება მიენიჭოს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება, კანონით დადგენილი წესით.

რაიონული პროკურატურები

1. რაიონული პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. რაიონული პროკურორის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. კანცელარიის უფროსი – მესამე კლასის იურისტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. მრჩეველი, მრჩეველი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი – პირველი კლასის იურისტი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი