დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხულოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.136.016123 |
|
,,ხულოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ, 31.12.2012 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი
|
თავი I
ხულოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7 041 980 ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 128 525 ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 733 455 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 180 000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 229 913 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2 111 030 ლარის ოდენობით, მათ შორის: |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 111 030 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 7 340 943 ლარით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო –298 963 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება –301 686 ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 301 686 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 2 723 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა; პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო-სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა. ა) საგანგებო სიტუაციების მართვა - სახანძრო-სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო-სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და მათი სამედიცინო გამოკვლევა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, გრძელდება ამხანაგობების ხელშეწყობის, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით სასმელი წყლის მილების შეძენის და საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების ჩატარების ღონისძიებები. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გამართვის, გარე განათების, გამწვანების, სანიტარიული დასუფთავების, სანიაღვრე არხების და კანალიზაციის მომსახურების სამუშაოები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) ა(ა)იპ „ხულო-თაგო”-ს ბაგირგზა (პროგრამული კოდი 03 02) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისი რთული რელიეფური მდებარეობით, მათ შორის განსაკუთრებულად დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის დაბა ხულოსთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობა, რამაც შექმნა “ხულო-თაგო”-ს სატვირთო–სამგზავრო ბაგირგზის არსებობის აუცილებლობა. აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს, როგორც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ასევე დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს ტურისტულ ჯგუფებშიც. ბაგირგიზის ექსპლოატაციას და ობიექტის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს ააიპ „ხულო-თაგოს“ ბაგირგზა. ბაგირგზის მცირე შემოსავლების გამო (20 თეთრი) მის ფუნქციონირებას ფინანსურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. გათვალისწინებულია მართვის პულტისა და კაბინის შეძენა. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბინაო ამხანაგობებზე დახმარება, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და მოვლის ღონისძიებები, საპროექტო-საკადასტრო სამუშაოები, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოვლა-შენახვა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები და ქუჩების მოვლის ღონისძიებები. ბ.ა) საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს საბინაო ამხანაგობებზე ხელშწყობას, კერძოდ სამი შენობის სახურავის შეკეთებას და ფასადების შეღებვას. ბ.ბ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 03) პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელების სრულყოფა, ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ღონისძიებების დანერგვა, განათების თანამედროვე წყაროების, ახალი მასალების გამოყენება, ღამით უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობა. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 39 დასახლებულ პუნქტში 970-მდე წერტილის მომსახურება. ბ.გ) სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 04) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო და ეკოლოგიურად სუფთა სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის დაბის და თემის ცენტრებში ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება, ასევე მწვანე საფარის დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. ზამთრის პერიოდში განხორციელდება ტერიტორიის დასუფთავება ჭარბი თოვლისა და ყინულისაგან. ბ.დ) უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფის ღონისძიება (პროგრამული კოდი 03 03 05) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მაწანწალა ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს, რაც საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების იზოლირება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. ბ.ე) ა(ა)იპ - ხულოს წყალკანალი (პროგრამული კოდი 03 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ააიპ „ხულოს წყალკანალის“ მეშვეობით ხორციელდება დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლების სასმელი წყლით მომარაგება. დაბა ხულოში სასმელი წყლის მიწოდება ხდება ყველა ოჯახზე, თუმცა მომარაგება ჯერჯერობით 24-საათიანი რეჟიმით არ ხორციელდება. რაიონში ფუნქციონირებს 26 წყალსადენი, მათგან ერთი – ბეშუმის სეზონურია და მხოლოდ ზაფულის პერიოდში 3-4 თვით ემსახურება დამსვენებლებს და მოიალაღეებს. დაბისა და ბეშუმის წყალსადენების გარდა ყველა წყალსადენი 24-საათიანი რეჟიმით უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას. ბ.ვ) სასმელი წყლის მილების შეძენა, წყალსადენების რემონტი (პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით დაგეგმილია სასმელი წყლის მილების და ერთი ერთეული წყლის ავზის შეძენა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების უზრუნველყოფას. ბ.ზ) საპროექტო-საკადასტრო აზომვითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები. აგრეთვე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესრულება, მათ შორის, ნაპირსამაგრი ღონისძიებებისათვის. ბ.თ) სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 09) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია არსებული სანიაღვრე და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის გაწმენდა და შეკეთება, ახალი საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების მოწყობა, სანიაღვრე არხებისათვის გოფრირებული მილების და დაბა ხულოში ცხაურების შეძენა. ბ.ი) ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-შენახვითი და შეკეთებითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმდინრე შეკეთებითი სამუშაოები, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის ობიექტების, კერძოდ შიდა გზების, სანიაღვრე არხების, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემების, შენობა-ნაგებობის მოვლა-შენახვის ღონისძიებები, ზამთრის პერიოდში დაბის ქუჩების მოვლის ღონისძიებები, თოვლის საფარისაგან გაწმენდა. გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საყრდენი კედლების მოწყობა, სკვერების და ქუჩების გამწვანების სამუშაოები, ფუშრუკაულის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები, კურორტ ბეშუმში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა, ვაშლოვანის ადმინისტრაციული შენობის და კლუბის რემონტი, დანისპარაულის სოფლის სახლის დასრულება. გ.ა) მუნიციპალური სკვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბაში საყრდენი კედლების მოწყობა და ფუშრუკაულის თემის ცენტრის კეთილმოწყობა. საყრდენი კედლების მოწყობა – დაგეგმილია დაბა ხულოში დამცავი კედლების მოწყობა რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას და ეროზიული პროცესების შეჩერებას, კერძოდ მ.აბაშიძის შესახვევზე, რუსთაველის, სტალინის, ხიმშიაშვილის ქუჩებზე. ფუშრუკაულის ცენტრის კეთილმოწყობა - გათვალისწინებულია არსებული წყაროს, სანიაღვრე არხების და ქუჩის კეთილმოწყობა. გ.ბ) გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული პარკების, სკვერების და მოედნების გამწვანება მოვლა-შენახვა, შადრევნების მოვლა-შენახვა, ერთწლიანი სეზონური ყვავილების შეძენა-მოვლა, ხეებისა და ბუჩქების გასხვლა-გაფორმება, კეთილმოწყობილი დაბის სკვერისათვის დეკორატიული მცენარეების შეძენა. გ.გ) მუნიციპალური შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 03) წლების განმავლობაში კურორტ ბეშუმში სახანძრო-სამაშველო სამსახურისათვის არ იყო შესაბამისი პირობები, არ აქვთ შენობა როგორც პირადი შემადგენლობის, ასევე სახანძრო ავტომანქანებისათვის, რის გამოც დაიგეგმა აღნიშნული ღონისძიება. ვაშლოვანის ადმინისტრაციული შენობის და კლუბის რემონტი - აღნიშნული ობიექტი გასულ წელს ნაწილობრივ შეკეთდა, ხოლო მიმდინარე წელს გათვალისწინებულია მისი სარემონტო სამუშაოების დასრულება. შედეგად ვაშლოვანის თემის მოსახლეობას გაუჩნდება უსაფრთხო თავშეყრის ადგილი ადმინისტრაციული თუ კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. დანისპარაულის სოფლის სახლის დასრულება - აღნიშნული ობიექტის მშენებლობა დაიწყო გასულ წელს, I ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელებულია, ხოლო მიმდინარე წელს გათვალისწინებულია შენობის მშენებლობის დასრულება, სადაც მოეწყობა სოფლის მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, ასევე განთავსდება სარიტუალო დარბაზი. დ) მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია სოფლის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) 2009 წლიდან მუშაობს სოფლის პროგრამა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. გადაწყდა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების დიდი ნაწილი. მოწესრიგდა თემების ცენტრები, შიდა სასოფლო და სავარგულებში მისასვლელი გზები, წყალგაყვანილობის სისტემები, აგრეთვე ამოქმედდა მცირე ინფრასტრუქტურული ობიექტები, როგორიცაა: გარე განათება, წისქვილები, თავშეყრის ადგილები, სარიტუალო დარბაზები, მინი მოედნები და სხვა. მიმდინარე წელს გაგრძელდება აღნიშნული სამუშაოები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ა) ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 8 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით სკოლამდელ განათლებას მიიღებს 345 ბავშვი. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა მიმდინარე და არაფინანსურ ხარჯებს. ბ) საბავშვო ბაღების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რემონტს. მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფ. დიდაჭარაში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა ორ ჯგუფზე (45–50 ბავშვი), რაც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის ბავშვთა განვითარებას, საერთო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ასევე ხელი შეეწყობა მოსახლეობის დასაქმებას და გაუმჯობესდება სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. გ) სკოლების მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დაწყებითი სკოლების ხის კორპუსის მშენებლობას სოფ. ახალშენსა და ქურდულში, სადაც აქამდე არსებული შენობები მთლიანად ამორტიზებულია და აუცილებელია ახლის მშენებლობა, სოფ. აგარაში საჯარო სკოლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის შეძენას, სადაც მიმდინარე წელს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს სკოლის მშენებლობას. გათვალისწინებულია სოფ. ბეღლეთში საჯარო სკოლისათვის საპირფარეშოს მოწყობა და ტექნიკური წყლის ავზის მონტაჟი, სოფ. მეკეიძეების და ძმაგულის სკოლებისათვის თუნუქის ფურცლების შესყიდვა, რითაც ბავშვებს მიეცემათ ნორმალური, სრულყოფილი და უსაფრთხო სწავლის საშუალება. დ) კომპიუტერისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები როგორც ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ასევე ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობისათვის კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლას. მსურველთა კონტინგენტი დიდია, რის გამოც გათვალისწინებულია 3 ჯგუფის მომსახურება 80 ბენეფიციარზე. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები(პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ხულოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებითა და შედეგებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობის მიერ მიღწეული არა ერთი გამარჯვება სპორტის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა, ამ კუთხით აუცილებელია კიდევ უფრო ფართო ღონისძიებების გატარება, რაც გათვალისწინებულია სპორტული ღონისძიებების პროგრამაში და ააიპ - სასპორტო სკოლის საქმიანობაში. ა.ა) ა(ა)იპ - ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა(პროგრამული კოდი 05 01 01) სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სპორტული მუშაობის გაუმჯობესებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის შემდგომი განვითარებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ააიპ სასპორტო სკოლა, რომლის ფინანსურად უზრუნველყოფას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტი. სკოლაში სწავლობს 470 ბავშვი, ფუნქციონირებს ჭიდაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, რაგბის, სათხილამურო სპორტის, ჭადრაკის, მეცადინეობები ტარდება სკოლის შემდგომ პერიოდში. გათვალისწინებულია ორი კომპლექტი საჭიდაო ხალიჩების შეძენა. 4.1.2 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული და მასობრივი გამაჯანსაღებელი მუშაობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს მაშტაბით დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში, ტურნირებში. ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს განსაკუთრებული წარმეტებები აქვთ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, (არიან ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიადის პრიზიორები), ვითარდება სათხილამურო სპორტი და ძალოსნობის სხვადასხვა სახეობები. წარმატებული სპორტსმენების წახალისება ხდება საჩუქრებით, ჯილდოებით და წლის ბოლოს გამორჩეული სპორტსმენები საჩუქრდებიან ფულადი ფორმით. 4.1.3 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რემონტი (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის საჭირო შეკეთებითი სამუშაოების ჩატარებას. დაგეგმილია ბოძაურის მინიმოედნის შეკეთება, აგრეთვე სოფ. შუასოფლის სპორტული მოედნისათვის სხვადასხვა მასალების შეძენა, რაც მოგვცემს სპორტული მოედნის სრულყოფილად ფუნქციონირების საშუალებას. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის აღზრდას, წარმოჩენას და გამოვლინებას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი. ამ კუთხით დაბაში მოქმედებს სახელოვნებო სკოლა, თეატრი, კულტურის ცენტრი, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული პროგრამები თუ ღონისძიებები, კონფერენციები და ღირსშესანიშნავი დღეებისადმი მიძღვნილი საღამოები. 4.2.1 ა(ა)იპ - ხულოს სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) დაბა ხულოში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა, რომელიც ემსახურება ბავშვების სწავლა-განათლებას და აღზრდას სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში. სკოლაში სწავლობს 80 ბავშვი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლების სიმცირის გათვალისწინებით, შესაბამისად დაბალია სწავლის ღირებულება და იგი შეადგენს თვეში 5 ლარს. 4.2.2 ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) კულტურული ტრადიციების დაცვის და გაგრძელების მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, რომლის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კულტურის ცენტრი ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, ქმნის შესაბამის პირობებს, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება. კულტურის ცენტრში ფუნქცინირებს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული წრეები, თემებში არსებული კლუბები ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობისათვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული თუ სხვა ტრადიციების შენარჩუნებას და წარმოჩენას (ბერმუხა, ქალთა ფოლკლორული ჯგუფები, ანსამბლი „არგინეთი“ და სხვა). 4.2.3 სსიპ ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 03) ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა მისი საკუთარი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, შესაბამისად საჭიროა მისი ფინანსური მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რათა კვლავინდებურად გააგრძელოს თავისი ტრადიციები. თეატრის შენობაში ტარდება რაიონისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს რაიონის კულტურულ ცხოვრებას. 4.2.4 კულტურის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნას, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენა, წარმატებული ახალგაზრების წახალისებას საჩუქრებით და საინტერესო პროექტების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტისათვის ტრადიციული ღონისძიებების, მათ შორის, შუამთობის, ტბელობის, დიდაჭარობის ორგანიზება-ჩატარებას, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, სპორტული და სხვა შჯიბრებები. ტარდება სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან, დამსახურებულ პედაგოგებთან, შეხვედრები, თვითშემოქმედი კოლექტივები და კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში. ტარდება თვითშემოქმედი კოლექტივების დათვალიერებები და გამორჩეული კოლექტივები მონაწილეობენ რესპუბლიკურ კონკურსებში. 4.2.5 კულტურის ობიექტებისათვის ინვენტარისა და ინსტრუმენტების შეძენა (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურის ობიექტებისათვის და ახლად გარემონტებული კულტურის ცენტრისათვის და კლუბებისათვის ინვენტარის და გახმოვანების აპარატურის შეძენას, აღნიშნული ხელს შეუწყობს ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზებას და სასწავლო პროცესის სრულყოფას. 4.2.6 ახალგაზრდულ და რელიგიურ ორგანიზაციებზე ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებთან მუშაობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში შემეცნებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლება. აგრეთვე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური პროგრამები მოწოდებულია, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა, სოციალურად დაუცველ ფენებზე, ქრონიკულად დაავადებულ პირებზე და ბავშვებზე ზრუნვა, ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის. 5.1.1 სასწრაფო დახმარების ღორჯომის ბრიგადის, აგარის, ხიხაძირის და კურორტ „ბეშუმის“ (სეზონურად) სანიტარიული მანქანების მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღორჯომის, აგარის და ხიხაძირის ტერიტორიული ორგანოების მოსახლეობისათვის და კურორტ „ბეშუმის”(სეზონურად) დამსვენებელთათვის საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. რისი აუცილებლობაც გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული ტერიტორიები დიდი მანძილით არის დაშორებული მუნიციპალიტეტის ცენტრიდან და აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის დროულად და ოპერატიულად მომსახურებას. 5.1.2 ქრონიკულად პროგრესირებადი (ეპილეფსია) დაავადებების მედიკამენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებებით (ეპილეფსია) დაავადებული ბავშვების თუ მოზარდების ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 47 ბენეფიციარზე. 5.1.3 სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შეძენა (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ორი ერთეული სასწრაფო დახმარების ავტომანქანის შეძენას, რაც გააუმჯობესებს სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუშაობის პირობებს და მოსახლეობაზე მომსახურების ხარისხს. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) საზოგადოების ყველა წევრს არ შეუძლია ამა თუ იმ მიზეზების გამო უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონე, ამიტომ აუცილებელია შრომისუუნარო მოსახლეობზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე დახმარება. განსაკუთრებით მზრუნველობის საგანს წარმოადგენენ ინვალიდები და ომის ვეტერნები, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები. 5.2.1. სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია ერთი სასადილო დაბა ხულოში, რომელიც ემსახურება 40 ბენეფიციარს ყოველდღე უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. 5.2.2 ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა, ომის მონაწილე ვეტერნების და მარჩენალდაკარგულთა სარიტუალო მომსახურების, მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. სადღესასწაულო დღეების დროს გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე დახმარება 500 ლარის, ხოლო ვეტერანთა ქვრივებზე 300 ლარის ოდენობით (სულ 1 ვეტერანი და 1 ქვრივი), ხოლო დაკრძალვაზე გათვალისწინებულია 250 ლარი. 5.2.3 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილის დასაფლავებაზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (57000 ქულაზე ნაკლები) ოჯახების მატერიალური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას, საშუალოდ 100 ოჯახზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.4. ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური სტიმულირების მიზნით მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ფისანსურ დახმარებას კერძოდ ყოველ მე-3 შვილზე 500 ლარი, მე-4 შვილზე 700 ლარი, და მეხუთე და შემდგომზე 900 ლარი. პროგრამა გათვლილია წლის განმავლობაში საშუალოდ 87 ბენეფიცარზე. 5.2.5. 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე) ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლით, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, პროგრამა გათვლილია საშუალოდ 70 ოჯახზე. 5.2.6 განსაკუთრებულ შემთხვევებში ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ ავადმყოფი, ან ოჯახები იმყოფებიან ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. ოჯახებზე გათვალისწინებულია დახმარება საშუალოდ 250 ოჯახზე 100 ლარის ოდენობით. 5.2.7 18 წლამდე დედმამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას, მათთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისათვის, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს არ აქვს ელემენტარული სახსრები, რაც ესაჭიროება მათ განვითარებას და აღზრდას, პროგრამა გათვლილია 10 მოზარდზე. ბავშვები ცხოვრობენ ოჯახებში, დახმარება წარმოებს წლის განმავლობაში 1000 ლარის ოდენობით. 5.2.8 დიალიზის პროგრამაში ჩართული ხულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ტრანსპორტირების მიზნობრივი პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ქ. ბათუმის კლინიკებში დიალეზის სეანსების ჩასატარებლსდ ტრანსპორტირების ხარჯებს. პროგრამა გათვლილია 12 ბენეფიციარზე და 3 თანხლებ პირზე. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებები 7 343 666 ლარის ოდენობით
:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები