საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017456
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
289
08/11/2013
ვებგვერდი, 11/11/2013
010220030.10.003.017456
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/11/2013 - 23/04/2014)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №289

2013 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:


მუხლი 1
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად დაფინანსების გამოყოფის საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე,  კომისიის   თავმჯდომარე
თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

მარიამ ჯაში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე

ირაკლი ქარსელაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი

გიგა უმეკაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი

მამუკა ბერიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი.

მუხლი 2
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით  დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №278 დადგენილება.
მუხლი 4
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



 დანართი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით  დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით  დაფინანსების გამოყოფის  საკით­ხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს კომისიის ამოცანებსა და მუშაობის წესს.

2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელ­შეკ­რულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკა­ნონმდებლო და კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

 

მუხლი 2. კომისიის ამოცანა

კომისიის ამოცანაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარდგენილი პროექტებისა (შემდგომში – პროექტი) და ხარჯთაღრიცხვის განხილვა და შესწავლა, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების  საკითხების შესწავლის შედეგად  შესაბამისი რეკომენ­დაციის შემუშავება.

 

მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) უძღვება კომისიის სხდომებს, საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს და გასცემს შესაბამის მითითება-დავალებებს კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომის დღის წესრიგს, იღებს გადაწყვეტილებას კომისიის სხდომის ჩატარების თარიღზე, დროზე და ჩატარების ადგილზე;

გ) კომისიის წევრების ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მზაობას დოკუმენტური და სხვა წინასწარ ცნობილი საჭიროებების გათვალისწინებით, უკავშირდება და იწვევს კომისიის წევრებს;

ბ) ადგენს კომისიის სხდომის ოქმს;

გ) სარგებლობს ხმის უფლებით;

დ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

4. კომისიის თავმჯდომარის/მდივნის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის თავმჯდომარის/მდივნის ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისი ერთ-ერთი წევრი.

 

მუხლი 4. კომისიის მუშაობის წესი

1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.

2. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვ­ნით, განსახილველი პროექტების რაოდენობისა და შინაარსის გათვა­ლის­წინებით.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის 7 წევრი მაინც. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

4. კომისიის რეკომენდაციები მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის სხდო­­მაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანა­ბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის სხდომაზე მიღებული რეკომენდაციები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

6. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება კომისიის სხდომის დასრუ­ლებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

 

მუხლი 5. კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.

 

მუხლი 6. კომისიის რეკომენდაცია

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის განხილვისა და შესწავლის შემდგომ კომისია უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დაფინანსების:

ა)  მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის შესახებ;

ბ) მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის შესახებ;

გ) გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.

2. კომისიის რეკომენდაცია, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 


15. 01/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 283 - ვებგვერდი, 04/05/2020 14. 25/04/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 210 - ვებგვერდი, 30/04/2019 13. 07/12/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 526 - ვებგვერდი, 07/12/2017 12. 07/09/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 419 - ვებგვერდი, 08/09/2017 11. 19/05/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 246 - ვებგვერდი, 22/05/2017 10. 06/02/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 69 - ვებგვერდი, 08/02/2017 9. 17/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 267 - ვებგვერდი, 21/06/2016 8. 11/01/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 13/01/2016 7. 10/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 418 - ვებგვერდი, 10/08/2015 6. 25/06/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 284 - ვებგვერდი, 26/06/2015 5. 26/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 715 - ვებგვერდი, 29/12/2014 4. 18/08/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 505 - ვებგვერდი, 20/08/2014 3. 18/07/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 458 - ვებგვერდი, 21/07/2014 2. 11/06/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 387 - ვებგვერდი, 12/06/2014 1. 23/04/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 309 - ვებგვერდი, 24/04/2014