დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 288 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.017455 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77დადგენილებაში(www.matsne.gov.ge,02/04/2013,140080000.10.003.017241) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით.“. 2. 25-ე პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით
შენიშვნა: თანამშრომელს, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამსახურს გადის სხვა შესაბამის დაწესებულებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვროს 1200 ლარით.“. 3. 28-ე პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული მომზადების სპეციალური კურსის გავლის პერიოდში სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში ჩასარიცხი კანდიდატებისათვის, სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4700-5000 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 2200-2300 კკალ, ვახშამი: 1300-1400 კკალ);” .
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები