დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.017454 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/04/2013, 140080000.10.003.017235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“:
1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ბ) პირადი დაცვის დეპარტამენტი; გ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; დ) ოპერატიული დეპარტამენტი; ე) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი; ვ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი; თ) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი; ი) კადრების მთავარი სამმართველო; კ) ესკორტირების მთავარი სამმართველო; ლ) სამედიცინო მთავარი სამმართველო; მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო; ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო; ო) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველო.“. 2. მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და სამსახურის ანგარიშების მომზადება, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასამართ ღონისძიებათა საპროტოკოლო უზრუნველყოფა;“; ბ) მე-2 პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება; ბ) დაცვის ობიექტებზე სასაშვო რეჟიმის და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე წესრიგის უზრუნველყოფა; გ) დასაცავი პირების მონახულების ობიექტებზე სახანძრო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლის ორგანიზება და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის ღონისძიებებში მონაწილეობა.“; დ) მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე, აგრეთვე სამსახურის სხვა შესაბამის დასაცავ პირთა უსაფრთხოების ღონისძიებათა ოპერატიული უზრუნველყოფა; ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრების, სამსახურის სხვა შესაბამისი დასაცავი პირების და დაცვის ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით;“; ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) დაცვითი ღონისძიებების გეგმების შესაბამისად, დასაცავ პირთა სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, აგრეთვე მათი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებათა საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა, მათ წინააღმდეგ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სპეციალური ღონისძიებებით ნეიტრალიზება; გ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება.“; ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ესკორტირების მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა; ბ) მიღებული დავალებისა და დაცვითი ღონისძიებების გეგმების შესაბამისად, სამსახურის სხვა დასაცავ პირთა ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა; გ) დაცვითი ღონისძიებების გეგმების შესაბამისად, დასაცავ პირთა გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.“; ზ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელების პირადი დაცვით უზრუნველყოფა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სამსახურის დაცვის ობიექტების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა; გ) განსახორციელებელი დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დ) სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამსახურის დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა ან აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, სხვა დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ან მათი უზრუნველყოფა.“; თ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ი) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს: ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს; ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციას მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება, გარდა მეორე პუნქტით გათვალისწინებული „ი“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის №1237-Iს კანონის ამოქმედების დღიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები