,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 მარტის N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3/ნ
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 24/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016054
3/ნ
14/11/2013
ვებგვერდი, 18/11/2013
010320000.33.058.016054
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 მარტის N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/ნ

2013 წლის 14 ნოემბერი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 მარტის №1/ნ  ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/03/2013, 010320000.33.058.016035) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.“.

2. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

    ა) წერითი დავალება;

    ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება;

    გ) გასაუბრება;

    დ) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა.“.

3. დებულების მე-11 მუხლის მე-8  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,8. ატესტაციაზე მოხელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე მიიღებს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას, ხოლო საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება კომისიის მომდევნო სხდომაზე.".

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტინუგზარ სურმანიძე