დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016102 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N-3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 19/02/2013 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016069) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
აისახოს ბიუჯეტის შემოსულობების: |
ა)
,,გადასახადების“ მუხლში –320.0 ათასი ლარი და ,,სხვა შემოსავლების“ მუხლში – 80.0 ათასი ლარი ჭარბი შემოსავლები. |
2.
გაზრდილ იქნეს: |
ა)
მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობების „გადასახადების“ მუხლი – 320.0 ათასი ლარით; |
ბ)
მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობების „გადასახადების“ მუხლი – 320.0 ათასი ლარით; |
3.
შემოსულობების ნაწილი ნაცვლად 7611.2 ათასი ლარისა, განისაზღვროს 8011.2 ათასი ლარის ოდენობით; (წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთი შეადგენს 2870.2 ათას ლარს); |
4.
ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) ნაცვლად 10481.4 ათასი ლარისა, განისაზღვროს 10881.4 ათასი ლარის ოდენობით და 400.0 ათასი ლარი აისახოს (ნაშთის 2870.2 ათასი ლარის გათვალისწინებით). |
ა)
,,მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვა“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 01) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში დაემატოს – 1.0 ათასი ლარი. |
ბ)
,,გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარებები“(ორგანიზაციული კოდი 06 02 02) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში დაემატოს – 45.0 ათასი ლარი. |
გ)
,,ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 03) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში დაემატოს –3.0 ათასი ლარი. |
დ)
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა“ (ორგანიზაციული კოდი 06 03) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში დაემატოს – 12.0 ათასი ლარი. |
ე)
,,სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება“ (ორგანიზაციული კოდი 06 04) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში დაემატოს –15.0 ათასი ლარი. |
ვ)
,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება“ (ორგანიზაციული კოდი 06 01) სუბსიდიების მუხლში დაემატოს –1.8 ათასი ლარი. |
ზ)
,,თეატრი და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა“ (ორგანიზაციული კოდი 05 04) სუბსიდიების მუხლში დაემატოს –0.5 ათასი ლარი. |
თ)
,,ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება“ (ორგანიზაციული კოდი 05 03) საქონელი და მომსახურების მუხლში დაემატოს – 77.6 ათასი ლარი; მათ შორის: 76,0 ათასი ლარი მესტიის მუნიციპალიტეტიდან პირველკურსელ სტუდენტთა დასაფინანსებლად და 1.6 ათასი ლარი მესტიის მუნიციპალიტეტიდან ეტალონის კონკურსზე 10 საუკეთესო მოსწავლის დასაფინანსებლად. |
ი)
,,ბიბლიოთეკების დაფინანსება“ (ორგანიზაციული კოდი 05 02 04) სუბსიდიების მუხლში დაემატოს –0.8 ათასი ლარი. |
კ)
,,სამხატვრო სკოლის დაფინანსება“ (ორგანიზაციული კოდი 05 02 03) სუბსიდიების მუხლში დაემატოს ––0.3 ათასი ლარი. |
ლ)
,,მუსიკალური სკოლის დაფინანსება“ (ორგანიზაციული კოდი 05 02 02) სუბსიდიების მუხლში დაემატოს – 0.3 ათასი ლარი. |
მ)
,,ა (ა)იპ კულტურის ცენტრი“ (ორგანიზაციული კოდი 05 02 01) სუბსიდიების მუხლში დაემატოს – 4.0 ათასი ლარი. |
ნ)
,,ა (ა)იპ მესტიის სპორტული სკოლა“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 06) სუბსიდიების მუხლში დაემატოს 1.5 ათასი ლარი. |
ო)
,,ა (ა)იპ იფარის სპორტული სკოლა“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 05) სუბსიდიების მუხლში დაემატოს –0.8 ათასი ლარი. |
პ)
,,ა(ა)იპ ლატალის სპორტული სკოლა“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 04) სუბსიდიების მუხლში დაემატოს –0.8 ათასი ლარი. |
ჟ)
,,ა (ა)იპ მულახის სპორტული სკოლა“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 03) სუბსიდიების მუხლში დაემატოს –0.8 ათასი ლარი. |
რ)
,,ა(ა)იპ მესტიის სპორტული დარბაზი“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 01) სუბსიდიების მუხლში –დაემატოს –2.3 ათასი ლარი. |
ს)
,,ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“ (ორგანიზაციული კოდი 04 03) სუბსიდიების მუხლში დაემატოს – 0.5 ათასი ლარი. |
ტ)
,,სკოლამდელი განათლების დაფინანსება“ (ორგანიზაციული კოდი 04 01) სუბსიდიების მუხლში დაემატოს –9.9 ათასი ლარი. |
უ)
,,გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (ორგანიზაციული კოდი 03 02 01) სულ დაემატოს – 27.0 ათასი ლარი; მათ შორის: საქონელი და მომსახურების მუხლში დაემატოს – 7.0 ათასი ლარი და სუბსიდიის მუხლში გარე განათებისთვის მანქანის შესაძენად –20.0 ათასი ლარი. |
ფ)
,,ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა“ (ორგანიზაციული კოდი 02 03) საქონელი და მომსახურების მუხლში დაემატოს – 1.9 ათასი ლარი. |
ქ)
,,საგანგებო სიტუაციების მართვა“ (ორგანიზაციული კოდი 02 01) შრომის ანაზღაურების მუხლში დაემატოს –10.0 ათასი ლარი. |
ღ)
,,შესყიდვებთან (ტენდერი, აუქციონი და ა.შ.) დაკავშირებული ხარჯები“ (ორგანიზაციული კოდი 01 07) საქონელი და მომსახურების მუხლში დაემატოს –1.0 ათასი ლარი. |
ყ)
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა“ (ორგანიზაციული კოდი 01 02) სულ დაემატოს 160.2 ათასი ლარი; მათ შორის: შრომის ანაზღაურების მუხლში – 30.0 ათასი ლარი; საქონელი და მომსახურების მუხლში – 95.8 ათასი ლარი; სხვა ხარჯების მუხლში –7.5 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების მუხლში –22.4 ათასი ლარი და სოციალური უზრუნველყოფის მუხლში – 4.5 ათასი ლარი. |
შ)
,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (ორგანიზაციული კოდი 01 01) სულ დაემატოს 22.0 ათასი ლარი. მათ შორის: შრომის ანაზღაურების მუხლში – 12.0 ათასი ლარი და საქონელი და მომსახურების მუხლში –10.0 ათასი ლარი. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №–1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7611.2 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10481.4 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
თავი №–2 მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, დასუფთავების ღონისძიებები,საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მესტია-უშგული და ხაიში-ჭუბერის მიმართულებით.რეაბილიტაცია ჩაუტარდება დ. მესტიაში ე. წ. ხანდაკის გზა ასევე სხვა შიდა გზებს. სოფ. ნაკრისკენ მიმავალი ცენტრალური სამანქანე გზის რებილიტირება მოხდება ამავე გზაზე ხიდიც შეკეთდება. სოფ კალაში შეკეთდება "ვიჩნაშის" და "დაუბერის" ხის ხიდები. სოფ. ლენჯერში შეკეთდება "ცხავრაშის" ხიდი. 2013 წელს დაგეგმილია დ. მესტიაში შიდა გზების კეთილმოწყობა. 2.2. მესტიის მუნიციპალიტეტში საბაგირო გზის მშენებლობა(პროგრამული კოდი 03 01 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეთნულდის მთაზე სათხილამურო კომპლექსის მშენებლობა. 2.3. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია. 2.4. გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე. 2013 წელს დაგეგმილია დ. მესტიაში "ბეთქილისკენ" მიმავალ გზაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები. 2.5. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტისთვითმმართველი ერთეულის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, შესყიდული იქნება დასუფთავების მანქანები და ნაგვის ბუნკერები. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. 2013 წელს დაგეგმილია დ. მესტიაში არსებული ნაგვის ლოკალური კერების დაგვა-დასუფთავება და გატანა. 2.6. საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება- რეაბილიტაცია. 2013 წელს დაგეგმილია სოფლებში ფარი და ზედა ლუჰა საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ასევე დ. მესტიაში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. 2.7. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დ. მესტიაში წყლის სისტემაზე გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსება, სოფლებში ეცერი, ხაიში და იფარი მოხდება წყალსადენის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. 2.8. მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების, გარე განათებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. ასევე მესტიის მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება. დ. მესტიაში მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი შენობების რეაბილიტაციის დასრულება. სოფელ ეცერში მრავალფუნქციური შენობის აშენება, სოფ. უშგულში ადმინსტრაციული შენობის მშენებლობა,სოფელ ლახამულას ადმინისტარციული შენობის რეაბილიტაცია. დ. მესტიაში ზურულდისა და ცხაკვზაგარის მთებზე საჭვრეტი სადგურების მოწყობა. დ. მესტიაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა. სოფ. წვირმიშში საბავშვო ბაღის მშენებლობა. სოფელ მულახის და ლატალის სპორტული სკოლის შენობების რეაბილიტაცია. 2.9. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მდინარე დოლრაზე ნაპირსამაგრი გაბიონების მშენებლობა. სოფელ კალაში გზის დამცავი გაბიონების მშენებლობა. სოფ. წვირმიში გაბიონების მოწყობა-რეაბილიტაცია. სოფელ ჭუბერში მდ. ნენსკრაზე ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა. სოფელ ხაიშში ვედში მდინარე ხაიშურაზე ნაპირსამაგრი გაბიონების მშენებლობა. 2.10. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა(პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა.სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება(პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში თვითმმართველი ერთეული ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 18 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 300-მდე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. დაგეგმილია სოფ. წვირმიშში საბავშვო ბაღის მშენებლობა. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება მულახის და ლატალის სპორტული სკოლების შენობების რეაბილიტაცია. დაგეგმილია რეორგანიზაცია ხუთივე სპორტსკოლა ჩამოყალიბდება ერთ იურიდიულ პირად და გაიზრდება ხელფასები, სკოლები აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდებასხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ “მესტიის კულტურის ცენტრი", ა(ა)იპ “მესტიის მუსიკალური სკოლა", ა(ა)იპ “მესტიის სამხატვრო სკოლა", ა(ა)იპ "ბიბლეოთეკების გაერთიანება", 4.3 თეატრი და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე დაგეგმილია ზოგიერთი ტაძარის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე დაფინანსდება ა(ა)იპ "მესტიის თეატრი". 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტშ არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.3. მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ფინანსური დახმარება. 5.4. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება. 5.5. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებზე რომლებიც განიცდიან უკიდურეს ფინანსურ და სოციალურ გაჭირვებას, დახმარება ერთჯერადია და შეადგენს 100-500 ლარს. 5.6. ომის ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: 5.6.1.სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); 5.6.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა– დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); 5.6.3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება. ხანდაზმულთა (90 წელს ზემოთ) ფინანსური დახმარება. 5.7. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხანძრით და მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის (100-1500 ლარი) დახმარება. |
დოკუმენტის კომენტარები