დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ’’ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.103.016101 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/11/2013 - 27/02/2014)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად |
| მუხლი 1 |
დადგინდეს მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად ( დანართი №-1,თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 13 თებერვლის №-4 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 19/02/2013 წ.სარეგისტრაციო კოდი: 370020000.35.103.016070). ,,მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ.’’ |
| მუხლი 3 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №–1
|
მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი») დგინდება ადგილზე არსებული საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG XITL XC X K სადაც CN---არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; IMG----არის მესტიის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,22-ს; ITL---არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან მესტიაში ზონირება არ ხორციელდება). C---არის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
K---არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200. 2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა მესტიაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით რაც შეადგენს 8ლარსა და 48 თეთრს. 4. მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით რაც შეადგენს 5 ლარსა და 30 თეთრს. 5. ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2011წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათაშორისა რეალებში გამავალი შიდასახელმწიფოებრივიმნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თვითოეულმხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 65%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 6 ლარსა და 89 თეთრს.ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მეოთხე პუნქტით დადგენილი ფასი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები