ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016076
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
07/11/2013
ვებგვერდი, 12/11/2013
010260020.35.140.016076
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/11/2013 - 05/09/2014)

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2013 წლის 7 ნოემბერი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის  სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 04 აგვისტოს №25 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე



დანართი

 

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის

სამსახურის დებულება


მუხლი 1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა  და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამისილებების განხორციელებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები საკრებულოს მიერ.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური მოიცავს

ა) რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილებას.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების 21-ე მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  განყოფილების  უფროსი ან ერთ-ერთი მოხელე.

3. განყოფილება შედგება  მოხელეებისაგან, რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას, კერძოდ:

ა) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში:

– წვევამდელთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, ახალგაზრდობასთან პატრიოტულ-აღმზრდელობით საქმიანობას, სასწავლო დაწესებულებებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების საკითხზე, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობის განხორციელებას;

– გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას, გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფას;

– სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების დარღვევების თითოეულ ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რეაგირებას.

 2. რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილება უზრუნველყოფს:

– რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხების მომზადებას;

– სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;

– აქტიური, ინდივიდუალური და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას, რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

– ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვასა და მუშაობის ორგანიზებას.

3. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება

1. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 6. დებულების ძალაში შესვლა

ეს დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.