საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 29/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
398
29/09/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 29/09/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №398

2005 წლის 29 სექტემბერი

. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორ­გა­ნიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუ­შავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემ­დე­გი შემადგენლობით:

კონსტანტინე კემულარია - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლევან ბოძაშვილი      - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ლაშა გოცირიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ლადო ლომსაძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი

პეტრე მამრაძე   - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე       -საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ზაზა ჭელიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.

2. კომისიამ შეისწავლოს საქართველოს პრეზიდენტის გამ­გებლობაში არსებულ შემდეგ სახელმწიფო საქვეუწყებო და­წესებულებათა ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხი:

ა) საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტი­კისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრი;

გ) ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა;

დ) სწავლულ ექსპერტთა საბჭო.

3. ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორ თვეში კომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადე­ბები ზემოაღნიშნულ დაწესებულებათა შესახებ.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზი­დენ­ტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის 169 განკარგულება.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ.ნოღაიდელი