„ხრამჰესი-2-ის“ №1 აგრეგატის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
„ხრამჰესი-2-ის“ №1 აგრეგატის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 21/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
393
21/09/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 21/09/2005
000000000.00(0).000.000000
„ხრამჰესი-2-ის“ №1 აგრეგატის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №393

2005 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ხრამჰესი-2-ის“ №1 აგრეგატის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის სამოქმედო პროგრამის შესა­­­ბა­მისად 2005-2006 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების საბალანსო მონა­ცემთა ფორმირებისათვის ჰიდროელექტროსადგურ „ხრამჰესი-2-ის“ №1 და №2 აგრეგატების გამართულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივნისის №229 განკარგულების შესაბამისად №2 აგრეგატზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო №1 აგრეგატი გაჩერებულია ტექნიკური და ფინანსური პრობლემების გამო. აგრეგატთა რეაბილიტაციის სამუშაოების დაჩქარებისა და ამ მიზნით სათანადო ასიგნების გამოსაყოფად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ენერგე­ტიკის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უმოკლეს დროში უზრუნველყოს საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან „ხრამჰესი -2-ის“ №1 აგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის 529 000 (ხუთას ოცდაცხრა ათასი) ლარის მიმართვა საკრედიტო რესურსად და აღნიშნულის თაობაზე გააფორმოს შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება სსიპ „ენერგოგენერაციასთან“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივნისის №229 განკარგულების პირველი პუნქტით განსაზ­ღვრული პირობების შესაბამისად.

2. ეთხოვოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ (ს. ვარსემაშვილი) ენერგეტიკულ სექტორში შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციისა და ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სესხის გათვალისწინებით განიხილოს სსიპ „ენერგოგენერაციის“ წინადადება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურ „ხრამი-2-ის” №1 აგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა თაობაზე სათანადო კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით.

3. სსიპ „ენერგოგენერაციამ“ „ხრამჰესი“ - №2-ის“ №1 აგრე­გატის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესრულების მიზნით უზრუნველყოს სათანადო კონტრაქტის გაფორმება.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს „ხრამჰესი-2“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებისა და მემორანდუმის მიხედვით კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს:

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „ხრამჰესი-2-ის“ №1 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციისა და საექსპლუა­ტაციოდ გადაცემის შემდგომ რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად გამოყოფილი კრედიტის გადმოწერა NG RG-P1 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დადებული კონტრაქ­ტის პირობების შესაბამისად;

– „საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ენერგეტიკის აღდგენის პროექტისათვის NGRG-P1 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დადებული 1999 წლის 7 აპრილის ქვესასესხო ხელშეკრულების მიხედვით სესხის დაბრუნება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მას შემდეგ, რაც დასრულდება სარეა­ბილიტაციო სამუშაოები და მოხდება მისი გადაბარება სს „ხრამჰესი-2-სათვის“.

5. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივნისის №229 განკარგულებით გათვალისწინებული დავალების შესაბამისად „ხრამჰესი-2-ის“ №2 აგრეგატის სარეაბილიტაციო და ჰესზე ელექტრომექანიკურ სამუშაოებს წარმატებით ახორციელებენ სს „საქენერგორემონტი“ და სს „ენერგოსერ­ვისი“ და მისი დასრულება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბოლომდე.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი