დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016148 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/11/2013 - 27/05/2015)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ„ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 რძანებულების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თანდართული გეგმა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად სამტრედიის რაიონულ სასმართლოში (მის: ძმები ნინუების ქ. №1) |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხონის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციებზე
რეაგირების გეგმა
|
თავი I
ზოგადი მიმოხილვა |
| მუხლი 1 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა შემუშავებულია ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებისშესაბამისად.
გეგმის მიზანია ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და არსებული სხვადასხვა იურიდიული თუ კერძო პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში კოორდინაციის უზრუნველყოფა. გეგმის თანახმად უნდა შემუშავდეს ამ სისტემაში ჩართული სუბიექტების საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმები, რაც გაადვილებს ერთიან მართვას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას. |
| მუხლი 2 |
ხონის მუნიციპალიტეტის დახასიათება და მოსალოდნელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საფრთხეები.
ადმინისტრაციული ცენტრი: ქ. ხონი, ფართობი 428,5 კვ.კმ; კლიმატი - ნოტიო, სუბტროპიკული ზონა; წყლის ძირითადი არტერიები-მდინარეები, წყაროს წყლები და ჭები; ქალაქი - 1; თემი - 9; სოფელი - 2; მანძილი თბილისამდე - 264 კმ; უახლოესი პორტი ქ. ფოთი, მანძილი -75 კმ; უახლოესი რკინიგზის სადგური ქ. სამტრედია, მანძილი -19 კმ; უახლოესი აეროპორტი კოპიტნარი, მანძილი - 22 კმ; ქალაქის მოსახლეობა - 11 323; თემებისა და სოფლების მოსახლეობა - 20 435; სულ დევნილთა ჩათვლით - 31 757; მათ შორის ქალი - 16 660 და კაცი - 15 097; 6 წლამდე ბავშვები - 3 275; ტყის ფართობი - 20 000 ჰა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობი - 18 042 ჰა; მათ შორის სახნავი - 7 543 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები - 2 728,4 ჰა; სათიბი - 104 ჰა და საძოვარი - 7 666 ჰა. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა შემდეგი რისკები: მეწყერი, წყალდიდობა, ღვარცოფი, ხანძარი, მიწისძვრა, გვალვა და ძლიერი ქარი (გრიგალი). |
თავი II
რეაგირების მართვა და საგანგებო დახმარების ფუნქციები |
| მუხლი 3 |
რეაგირების მართვა ხორციელდება საგანგებო შტაბის მიერ საგანგებო ფუნქციების გათვალისწინებით, ამ სფეროში არსებული და სხვა დამხმარე კანონმდებლობის მიხედვით.
წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორეაგირე რაზმები ვალდებული არიან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის სამდივნოსთან და სამორიგეოსთან, შესაძლო ძალთა მობილიზაციისა და ესკალაციის გართულების აცილების მიზნით. არსებული საკითხის ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით საჭიროა პირველადი მორეაგირე ძალების ერთიანი ეთერი (სიხშირე) და ერთიანი საგანგებო ზარი, რომლითაც ისარგებლებს მოსახლეობა და ოპერატიულს გახდის პირველად რეაგირებას. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა რამდენიმე სახვადასხვა მორეაგირე ჯგუფის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში (მიუხედავად ავარიის ხასიათისა) დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო შტაბი. |
თავი III
საგანგებო შტაბი
|
| მუხლი 4 |
. საგანგებო შტაბი წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე მართვის ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას.
შტაბი იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. შტაბის შეკრების მიზანია: - მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები; - შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით; - უზრუნველყოს მოსალოდნელ საგაგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოება; - საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების განხილვა. შტაბის წევრები კომპლექტდება რეაგირების გეგმის ფუნქციებიდან გამომდინარე. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია დაამატოს წევრი თავისივე შეხედულებით. შტაბის წევრების საქმიანობა არ ნაზღაურდება ბიუჯეტიდან. საგანგებო შტაბი მოქმედებს რეაგირების გეგმის ფუნქციების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მოსალოდნელ ან შექმნილ სიტუაციებზე, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე დახმარების ჩარევამდე, ე. ი. მანამ სანამდე რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე არსებულ საკითხებში ჩართვა იქნება საჭირო, შემდგომ მოქმედების მართვა რჩება იგივე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება და ხელმძღვანელობა ხორციელდება ეროვნული რეაგირების მიხედვით. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი, შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელიც გეგმის მიხედვით კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ძალებსა და საშუალებებს, კავშირზეა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოპერატიულ მორიგესთან. |
თავი IV
საგანგებო დახმარების ფუნქციები
|
| მუხლი 5 |
საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ლიკვიდაციის ღონისძიებები ხორციელდება 9 ძირითადი ფუნქციის ამოქმედებით, თითოეული ფუნქციის კოორდინაციას ახდენს ძირითადი ორგანო დამხმარე ორგანოს მხარდაჭერით.
საგანგებო დახმარების ფუნქციები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები