„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5903
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 14/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 190.030.000.05.001.003.146
  • Word
5903
14/03/2008
სსმ, 4, 14/03/2008
190.030.000.05.001.003.146
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სახელმწიფო ვალი – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი – ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებით;

გ) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი – უცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებით;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია თანხების მოზიდვის მიზნით საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი, პროცენტიანი ან უპროცენტო სახით, გამოსახული ეროვნული ან კონვერტირებადი ვალუტით;“;

გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) კონვერტირება – მოცემული ქვეყნის ვალუტის კონვერსია (გადაცვლა) უცხოურ ვალუტაზე. საქართველოს სახელმწიფო ვალი სხვა კონვერტირებადი ვალუტიდან ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალის აღების თარიღისათვის დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების ორგანოებთან და სხვა სუბიექტებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა რატიფიკაციას, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს საქართველოს პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინადადებების საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სარატიფიკაციოდ წარსადგენ დოკუმენტაციას უნდა ერთოდეს ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობისა და პარლამენტის მიერ რატიფიკაციის გარეშე ვალის აღებაზე ან გარანტიაზე დადებული შეთანხმება არ არის სახელმწიფო ვალი ან კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტია, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები, უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ნორმებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ლიმიტები განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

42. უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე ლიმიტები (მაქსიმალური თანხა, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, მინიმალური და მაქსიმალური სასესხო ვადები) უნდა აისახოს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ შესაბამისი საბიუჯეტო (ფისკალური) წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტში. აღნიშნული ლიმიტები არ შეიძლება შეიცვალოს შესაბამისი საბიუჯეტო (ფისკალური) წლის განმავლობაში.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ფინანსური ვალდებულება არის საქართველოს სუვერენული და აბსოლუტური ვალდებულებები ძირითადი თანხების დაფარვისათვის და დარიცხული პროცენტების გადახდისათვის, რაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მთელი აქტივებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სახელმწიფო ფინანსური ვალდებულება შესრულებულად ითვლება კრედიტორისათვის პროცენტების გადახდისა და ძირითადი თანხის დაბრუნებისთანავე.“.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. სახელმწიფო საშინაო ვალიდან შემოსული ფულადი სახსრების გამოყენება

სახელმწიფო საშინაო ვალიდან შემოსული, ეროვნული ვალუტით გამოსახული ფულადი სახსრები გამოიყენება:

ა) ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლევადიანი საკასო სხვაობის დასაფარავად.“.

5. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების გამოყენება

სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის.“.

6. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტი ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად აღებული სახელმწიფო საგარეო ვალების აქცეპტირებაზე ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოთავაზებით და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციასაც ახდენს საქართველოს პარლამენტი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

7. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს სახელით გამოსაშვები, უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ნორმების დადგენას.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 482 მუხლი:

     „მუხლი 482. კანონის მე-2 მუხლის 42 პუნქტის მოქმედების შეზღუდვა

ამ კანონის მე-2 მუხლის 42 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება 2008 საბიუჯეტო (ფისკალურ) წელზე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 14 მარტი.

№5903–Iს