სს „ტყიბულნახშირის“ ე. მინდელის სახელობის შახტში ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოებისათვის საბიუჯეტო ასიგნების გამოყოფის შესახებ

  • Word
სს „ტყიბულნახშირის“ ე. მინდელის სახელობის შახტში ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოებისათვის საბიუჯეტო ასიგნების გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 15/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
380
15/09/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 15/09/2005
000000000.00(0).000.000000
სს „ტყიბულნახშირის“ ე. მინდელის სახელობის შახტში ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოებისათვის საბიუჯეტო ასიგნების გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №380

2005 წლის 15 სექტემბერი

. თბილისი

სს „ტყიბულნახშირის ე. მინდელის სახელობის შახტში ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოებისათვის საბიუჯეტო ასიგნების გამოყოფის შესახებ

ქალაქ ტყიბულისა და მისი ზონის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსაკუთ­რებული მნიშვნელობა ენიჭება სს ტყიბულნახშირის ფუნქციონირებას. ამასთან, ამ საბადოს რაციონალურად ათვისების პირობებში მას გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგოსექტორის სითბური ბალანსის სტრუქტურის დივერსი­ფიკაციის საქმეში.

სს ტყიბულნახშირის ე. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ავარიის ლიკვიდაციისა და რეაბილიტაციის სამუ­შაოთა შეუფერხებლად განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) სს `ტყიბულნახშირის~ წინადადების გათვალისწინებით უმოკლეს დროში შეიმუშაოს და წარმოადგინოს ე. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ავარიის ლიკვიდაციის განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი საჭირო ფინანსური რესურსებისა და დაფინანსების ვადების ჩვენებით.

2. საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო­სათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში სს ტყიბულის შახტების რეაბილიტაციის ღონისძიებისთვის დამატებით გამოიყოს 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი და მიმართულ იქნეს იგი ე. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ავარიის გადაუდებელ სალიკვიდაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად.

3. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ

(გ. ვარსიმაშვილი) სს ტყიბულნახშირის ე. მინდელის სახელო­ბის შახტში მომხდარი ავარიის შედეგად შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ნება დართოს სს ტყიბულნახშირს, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით გააფორმოს ხელშეკრულება აღნიშნულ სამუშაოთა შესახებ ერთ პირთან მოლა­პარაკების წესით.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ა. ბობოხიძემ.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი