დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 378 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 15/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №378
2005 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის შესახებ
1. „EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნული დღის გამართვის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 2005 წლის 19-25 სექტემბერს იაპონიაში მივლინებულ იქნეს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ჩოგოვაძე -საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, დელეგაციის ხელმძღვანელი
საბა კიკნაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, „EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაზე საქართველოს გენერალური კომისიონერი
თამარ კოვზირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ვასილ მანაგაძე - სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი ღუღუნიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2. დელეგაციის წევრთა მგზავრობისა და სხვა ხარჯები ანაზღაურდეს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ასიგნებებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები