„ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის №143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის №143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 08/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
367
08/09/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 08/09/2005
000000000.00(0).000.000000
„ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის №143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №367

2005 წლის 8 სექტემბერი

. თბილისი

„ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის 143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის 143 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის გაცემა აწარმოოს ღვინის ქარხნების მიერ თეთრი ყურძნის შესყიდვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ და შეიმუშაოს გაცემული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში 2006 წლის 1 მარტამდე დაბრუნების მექანიზმი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი