„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 01/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
357
01/09/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 01/09/2005
000000000.00(0).000.000000
„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №357

2005 წლის 1 სექტემბერი

. თბილისი

„ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის 41 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებათა საფუძველზე ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობისა და აღჭურვის საკითხთა გადაწყვეტის მიზნით:

1. ქ. თბილისში წმინდა სამების საკათედრო ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის 41 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის დაპროექტებისა და მშენებლობის ოპერატიულად წარმართვისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გიორგი გაბაშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

ირაკლი გაფრინდაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი კონსულტანტი, კომისიის მდივანი

კახა თოდუა - შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის დირექტორი

კონსტანტინე კემულარია     - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

მაკა სხირტლაძე         - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

გიგი უგულავა - ქ. თბილისის მერი

ოთარ ქველიძე  - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

  ირაკლი ჩოგოვაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი..

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-51 პუნქტი:

51. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა განხორციელება, რომ შპს სახელმწიფო უზრუნველყოფამ შეისყიდოს ქ. თბილისში ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობისათვის პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე – ალვანის ქ. 5-ში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი