დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ასიგნებათა გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 353 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 01/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №353
2005 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
პატარა ლიახვის ხეობაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და შექმნილი სპეციფიკური ვითარების გამო მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით:
1. მიმდინარე წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდში განხორციელდეს პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობის მიერ ყოველ აბონენტზე თვეში სულ ბევრი 120 კვტ/სთ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ყოველთვიურად უზრუნველყოს კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები