„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 171/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016691
171/ნ
08/11/2013
ვებგვერდი, 12/11/2013
040030000.22.022.016691
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №171/ნ

2013 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714 ბრძანებაში (matsne.gov.ge, 25/07/2006, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.008.961) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
 
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ საქმიანობას.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“  ქვეპუნქტები:

„დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში (შემდგომში - სამინისტრო) დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება;

ე) იმ პირთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავ­ში­რებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე სამინის­ტრო­სათვის რეკომენდა­ციების მომზადება;“;

ბ.ბ) ,,თ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2ქვეპუნქტი:

„თ2) სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების   მიმართვის საფუძველზე, სამიზნე ჯგუფების კვლევის განხორციელება და პროფესიული განვითარების გეგმის მომზადება;“;

გ) მე-3 პუნტის:

გ.ა)  „1და2ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა პროფესიული მომზადებისათვის/გადამზადებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას;

2)  უზრუნველყოფს იმ პირთა პროფესიული მომზადებისათვის/გადამზადებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით;“;

გ.ბ) ,,ზ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ3“ ქვეპუნქტი:

„ზ3) ახორციელებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების მომზადებას/გადამზადებას;“;

გ.გ) ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით შეიმუშავებს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე