ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გაცემის შესახებ

  • Word
ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 25/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
351
25/08/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 25/08/2005
000000000.00(0).000.000000
ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №351

2005 წლის 25 აგვისტო

. თბილისი

ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გაცემის შესახებ

საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარების მოწესრიგების მიზნით „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებსაქართველოს კანონით განისაზღვრა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის სახელმწიფო სუბსიდირება დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. ლიმიტის ზემოთ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის პირობებში ყაზბეგის რაიონში არსებული სათბურების ფუნქციონირება არარენტაბელური გახდება და დღის წესრიგში დგება მათი დემონტაჟის საკითხი.

ყაზბეგის რაიონში სათბურების მესაკუთრეთა მიერ სათბურების მშენებლობისათვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ:

1. სასათბურე მეურნეობათა ფართობის განსაზღვრის მიზნით შეიქმნას საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნათია თურნავა -           საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

მალხაზ ბეგიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით ინგოროყვა - საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორი

ისააკ ნოვრუზოვი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ბესო საბაშვილი         - საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

გიორგი ქირიკაშვილი - ყაზბეგის რაიონის გამგებელი.

2. კომისიამ დაადგინოს ყაზბეგის რაიონში არსებული სასათბურე მეურნეობების ფართობი და ათ დღეში შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

3. ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობის დემონტაჟის შემდეგ თითოეულ მესაკუთრეს გაეწიოს ფინანსური დახმარება კუთვნილი სასათბურე მეურნეობის ფართობის შესაბამისად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) კომისიის მიერ დადგენილი ფართობის მიხედვით უზრუნველყოს კომპენსაციის გამოყოფა ერთ კვადრატულ მეტრ სათბურზე 35 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე წარმოუდგინოს წინადადებები ყაზბეგის რაიონისათვის ზამთრის საძოვრების გამოყოფის შესახებ.

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ორ თვეში უზრუნველყოს ყაზბეგის რაიონში ტურიზმისა და სხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის შემუშავება.

7. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონა-ლურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი